ისე ამოვიდა ყელში ყველაფერი Xatia Kutivadze

Sdílet
Vložit
  • čas přidán 11. 09. 2024
  • * * *
    ისე ამოვიდა ყელში ყველაფერი
    უკვე გაუგებარ აზრად ვამახვილებ,
    სხვისი ცხოვრება და ჩემი არაფერი
    უკვე მერამდენედ ამას ვიმეორებ.
    ყველას თავის გზა აქვს ბედკრულ სიცოცხლეში,
    მაგრამ სხვის ცხოვრებას მაინც ვეღარ თმობენ
    ურცხვად იძიებენ ბოლოს სვრიან ლაფში
    შემდეგ თავიანთ გზას ისე აგრძელებენ..
    სხვისი ფეხსაცმელის ჩაცმა ადვილია?!
    განსჯა,განკითხვა და შეურაწყოფები
    როცა შენ გაივლი ერთხელ მის განვლილ გზას
    იქნებ მაშინ მიხვდე თურმე როგორ ცდები!
    განა დაგინახავთ თქვენი "განსასჯელის"
    თვალით დედამიწა,ცა -კი სევდისფერი?!
    ნუთუ განგიცდიათ ერთხელ მისი დარდის ,
    მთელი სიმძიმე და მთელი განსაცდელი..
    ასე უღმერთოდ და ასე უფიქრელად
    ყველა აფათურებ ხელებს სხვის საქმეში,
    შემდეგ იღიმიან თანაც უდარდელად
    ვითომ არც მომხდარა ქვეყნად არაფერი.
    მართლა ამოვიდა ყელში ყველაფერი!
    თქვენი ცინიზმი და ვითომ გაღიმება
    სანამ ფეხზე ვდგავართ თითქოს არაფერი
    თუ კი წავიქცევით უმალ გზა გეხსნებათ..
    /ხატია კუტივაძე/

Komentáře • 10

  • @user-rt9rr6tt8r
    @user-rt9rr6tt8r Před 7 lety

    sulshi chaagwie xatia

  • @user-Nk222
    @user-Nk222 Před 7 lety

    სიყვარუულები ცემი

  • @imedafestvenidze8370
    @imedafestvenidze8370 Před 7 lety

    dzaan magaria

    • @khatiakutivadze4330
      @khatiakutivadze4330  Před 7 lety +1

      imeda festvenidze მადლობა

    • @imedafestvenidze8370
      @imedafestvenidze8370 Před 7 lety

      გაიხარეთ ჩემო კარგო მადლობა შენ ამ ყველაფრისათვის შესანიშნავი ქართველი ხართ და მიყვარს შენი შემოქმედება წარმატებებს გისურვებ

  • @user-iv4pm3gg1d
    @user-iv4pm3gg1d Před 7 lety

    გენაცვალე შენ, ძალიან კარგია

  • @user-gi4wy8ju6z
    @user-gi4wy8ju6z Před 7 lety

    აიიიი ძააააან მაგარი ადამიანი ხარ გენცვალე მაგ ქართულ გულშიიიი ბრავო მაგარია