გურამ საღარაძე - ფიქრნი მტკვრის პირას

Sdílet
Vložit
  • čas přidán 9. 02. 2011
  • გურამ საღარაძე კითხულობს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს "ფიქრნი მტკვრის პირას"
    გურამ საღარაძის საიუბილეო საქველმოქმედო საღამო ფონდ "იავნანა"-ს ორგანიზებით 2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართა.
    წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად,
    აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
    აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
    აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
    ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
    და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
    იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა
    და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
    ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
    მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
    არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
    რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?..
    მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
    თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
    ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
    და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
    თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
    ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
    ჰშოფთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება,
    ის სამეფოცა ჩვენი იყოს?" და აღიძვრიან
    იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან...
    თუნდ კეთილ მეფე როდის არს მოსვენებული?
    მისი სიცოცხლე - ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
    მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
    თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
    არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
    მაგრამ თუ ერთხელ სოფელსაც უნდ ბოლო მოეღოს,
    მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..
    მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,
    უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
    არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
    იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს.

Komentáře • 27

  • @user-od9sy6rf4l
    @user-od9sy6rf4l Před 11 měsíci +1

    ბატონო გურამ,როგორც ყოველთვის გენიალური ბრძანდებით! გაანათლოს თქვენი სული უფალმა!

  • @Zaira23513
    @Zaira23513 Před 11 měsíci +1

    როგორ მიყვარს ეს ლექსი ,,,წარვედ წყალის პირს, სევდიანი ფიქრთ. გასართველად ,იქ ვეძიებდი, ნაცნობს ადგილს განსასვენებლად,
    იქ კბილი მდელოზე სანუგეშოდ ვინანე ცრემლით
    იქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით ვინ იცის მტკვარი რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი,
    მრავალ დროების მოწამე ხარ მაგრამ
    ხარ,,,უტყვი,,,,,,, 😪😪😪❤️❤️❤️❤️ასეთია ცხოვრება 🙏🙏🙏💕🙏💕💕💕 ძალიან ლამაზია და. მაგარი❤❤❤

  • @21saukune21
    @21saukune21 Před 4 lety +7

    BRAVO MAESTRO BRAVO 👍✌️💖💖💖🇬🇪🇬🇪🇬🇪

  • @petrapetrovna3021
    @petrapetrovna3021 Před 11 lety +5

    როგორ მიყვარს ეს ლექსიიიიი.........აშკარად ჩემზე უკეთ კითხულობს....

  • @ZERT26
    @ZERT26 Před 7 měsíci

    👏👏👏👏👏👏👏👏👏💐♥️🇬🇪

  • @TKilla999
    @TKilla999 Před 7 lety +10

    არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
    იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს. < როდიდან ხვდებოდნენ რაოდენ მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა;)

  • @lizaxalibaurii2615
    @lizaxalibaurii2615 Před 11 lety +3

    Dzalian emociurad kitxuloobs

  • @lashagaming9282
    @lashagaming9282 Před rokem

    ❤❤❤

  • @anakokaia5122
    @anakokaia5122 Před 8 lety +2

  • @user-lx8ix6oh3v
    @user-lx8ix6oh3v Před rokem

    🙌

  • @kapana1998
    @kapana1998 Před 11 lety +2

    ra emociaa

  • @nininini9445
    @nininini9445 Před 5 lety +1

    🙏❤️

  • @levanturashvili3446
    @levanturashvili3446 Před rokem

    🌌🎀☝️

  • @marimari5679
    @marimari5679 Před 3 lety

    ❤❤

  • @mikako1386
    @mikako1386 Před rokem

    bravisimo

  • @TeklaTch
    @TeklaTch Před 9 lety +1

    dzaanmagaria

  • @SuperCyberStriker
    @SuperCyberStriker Před 12 lety +1

    magaria :)

  • @leylakobachidze3107
    @leylakobachidze3107 Před 2 lety

    MADLOBT BATONO GURAM LEGENDA BRZANDEBIT DIDEBA MARADIULI ❤❤❤❤❤❤❤😂

  • @dalidzneladze1509
    @dalidzneladze1509 Před 3 lety +1

    მალადეც😱

  • @MnKLORDI
    @MnKLORDI Před 2 lety

  • @tamo146
    @tamo146 Před 12 lety +1

    vgijdeb am leqsze :*:*

  • @black6901
    @black6901 Před 7 lety +1

    da agidzvrian imav miwistvis rac dges tu xval tvitve arian

  • @lukasujashvili1986
    @lukasujashvili1986 Před 2 lety

    სკოლის წიგმებში ცოტა სხვანაირად არის

  • @nunukaakhvlediani5218
    @nunukaakhvlediani5218 Před rokem +2

    აქტუალურია ღღეს, როგორც არასდროს.

  • @user-br2lh8ml7f
    @user-br2lh8ml7f Před 11 lety

    წავიდეს მერე რას დარდობ. მაგან იდარდოს იმ უბედურმა ვისაც სცხვენია. დაივიწყე რა.

  • @alwaysslays9467
    @alwaysslays9467 Před rokem

    ❤️❤️❤️