Bharat Ratra სამეცნიერო სემინარი „სივრცული სიმრუდე და ბნელი ენერგიის დინამიკა - არც ერთი თუ ორივე?“

Sdílet
Vložit
  • čas přidán 17. 04. 2023
  • 12 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ბარატ რატრას სამეცნიერო სემინარი თემაზე: „სივრცული სიმრუდე და ბნელი ენერგიის დინამიკა - არც ერთი თუ ორივე?“.
    თემის მოკლე მიმოხილვა
    ბოლო ორი ათწლეულის დაკვირვებები გვარწმუნებს, რომ ბნელი ენერგია (რომლის შესახებაც მხოლოდ ირიბი მინიშნებები გვაქვს) თანამედროვე სამყაროს ენერგეტიკული ბიუჯეტის ძირითადი შემადგენელია.
    მომხსენებელი განიხილავს ბნელი ენერგიის რამდენიმე მარტივ მოდელს და მათ წინასწარმეტყველებებს შეადარებს დაკვირვებად მონაცემებს რათა მიიღოს შეზღუდვა ბნელი ენერგიის მოდელთა პარამეტრებზე.
    მოხსენება დასრულდება აქტუალური საკითხებით, რომლებიც საჭიროებს პასუხის გაცემას.
    მომხსენებლის შესახებ
    ბარატ რატრა, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მუშაობს კოსმოლოგიისა და ასტრონაწილაკების ფიზიკის სფეროებში. იკვლევს სამყაროს სტრუქტურას და ევოლუციას. მისი ამჟამინდელი ძირითადი ინტერესებია მოდელების შემუშავება სამყაროში ფართომასშტაბიანი მატერიისა და რადიაციის გასანაწილებლად და მათი ტესტირება პროგნოზების დაკვირვების მონაცემებთან შედარებით.

Komentáře •