გებჟალია Gebzhalia

Sdílet
Vložit
  • čas přidán 6. 09. 2024
  • გებჟალია
    📺 ვიდეორეცეპტი:
    • გებჟალია Gebzhalia
    ინგრედიენტები :
    🌱ყველი ან ახალი სულუგუნი
    🌱პიტნა
    🌱პიტნის აჯიკა
    🌱მარილი
    🌱ნადუღი ან არაჟანი
    🌱რძე
    მომზადება:
    🌱ჭყინტი ყველი, რომელსაც ნასვრეტები აქვს უკვე შეიძლება გაისინჯოს სულუგუნისთვის ვარგისიანია თუ არა. ამისთვის ცხელ წყალში ჩავაგდოთ ყველის ნაჭერი, თუ კარგად გაიწელა და გადაიზილა ყველი გებჟალიისთვის ვარგა.
    🌱 თუ ასეთი ყველი არ გაქვთ, შეგიძლიათ ახალი რბილი სულუგუნი გამოიყენოთ,
    🌱 ყველი ან სულუგუნი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, დავასხათ მდუღარე წყალი, თუ ყველი ცივია, წყალს ბუნებრივია გააცივებს და ეს არ გვაწყობს, ამიტომ დავადგათ მინიმალურ ცეცხლზე და გავაცხელოთ,შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ხის კოვზით ან ნიჩბით ყველის ყველა ნაჭრის აზელვამდე დავამუშაოთ, უნდა მივიღოთ წელვადი ყველის გუნდა..
    🌱ჯერ კიდევ ცხელი ყველის ბურთი თხლად გავაბრტყელოთ, გადავუსვათ დანაყილი ან გატარებული პიტნა მარილით, შეგიძლიათ აჯიკა, პიტნის აჯიკის ლინკი✔️ • პიტნის არომატული აჯიკა
    🌱 გადავახვიოთ რულეტად და დავჭრათ სასურველ ნაჭრებად.საოცარი სიგემრიელეა და სურნელება, ძნელია ამ დროს არ შემოგეჭამოს ეს სიგემრიელე😀😉
    🌱 მოვამზადოთ გებჟალიის სოუსი, ნადუღში ავურიოთ ისევ პიტნა ან პიტნის აჯიკა, სასურველ სისქეზე დასაყვანად დაუმატეთ რძე, მე ნადუღის ნაცვლად არაჟანი გამოვიყენე, სოუსი ავურიოთ ერთგვაროვან მასამდე და მასში ჩავალაგოთ პიტნიანი ყველის ხვეულები, მოვრთოთ პიტნით ან დაჭრილი მწვანე ხახვით.
    🌱უგემრიელესია ღომთან, ღომის ლინკსაც დავდებ ყოველი შემთხვევისთვის ✔️ • ღომი პიტნიანი ყველით, ...
    🌱 ღომში ჩავხარშე გებჟალიის ნაჭრები და მოვასხი გებჟალიის წვენი. მართლა საოცარი სიგემრიელეა.
    🧑‍🍳🏠📺მეტი ჩემი რეცეპტების სანახავად ეწვიეთ :
    ფეის-გვერდი: / shin2975
    ინსტაგრამ- გვერდი: ...
    იუთუბი არხი: / @shinauruli

Komentáře • 2

  • @marinetbilisi7927
    @marinetbilisi7927 Před 11 měsíci +1

    Azi madloba rogor gvanebivrwb axal axali receptebit,

    • @shinauruli
      @shinauruli  Před 11 měsíci

      ❤️❤️❤️❤️❤️