Video není dostupné.
Omlouváme se.

მდოგვის მარცვალი - ოშო - მეათე შეგონება. აუდიო წიგნი 369Hz

Sdílet
Vložit
  • čas přidán 9. 07. 2024
  • იესომ თქვა:
    - ადამიანს არ ძალუძს ერთდროულად ორი ცხენის და ორი მშვილდის მოზიდვა. ადამიანს არ შეუძლია, ორ ბატონს ემსახუროს, რამეთუ, თუ ერთშ მიაგებს პატივს, გაანაწყენებ მეორეს.
    "თქვენ შეგიძლიათ ერთი ცდენი ჭენებითმიაღწიოთ რაიმეს, ორი ცხენის ერთდროულად ჭენება კი ვერ ხერხდება. ისინი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთშ და თქვენ ვერსად ვერ მიდიხართ. სულის სიღრმეში ეწამებით, სიცოცხლე გისხლტებათ ხელიდან, სულ უფრო ცხოტა დრო გრჩებათ, სიკვდილი ახლოვდება, თქვენ კი ვერაფერს მიაღწევთ. თქვენ ჰგავხართ ტბორს, რომელსაც წვიმა აღარ ავსებს და შრება. აღარ გაგაჩნიათ არანაირი მიზანი."
    "თქვენ გიყვართ ვიღც, მაგრამ გსურთ, რომ მთლიანად ფლობდეთ როგორც ნივთს, გავიწყდებათ კი, რომ ნივთის სიყვარული შეუძლებელია - იგი უსულოა და ვერ გიპასუხებთ. ნამდვილ პიროვნებას ვერასოდეს დაეპატრონებით, რადგან იგი ვერცხლისწყალივითაა. რაც უფრო მეტად ცდილობთ ხელის მოჭერას, მით მეტად გისხლტებათ. იყო პიროვნება, ნიშნავს იყო თავისუფალი. თუ შესძლებთ მის დაუფლებას, იგი პიროვნება აღარ იქნება და აღარც გეყვარებათ."
    "როდესაც იესო ამბობს "შეუძლებელია", გულისხმობს სწორედ შეუძლებელს და არა ძალიან ძნელს. თქვენ ცდილობთ შეუძლებელი გააკეთოთ, რა მოხდება?..."
    "შესაძლებელია ცხოვრება ეჭვისა და რწმენის გარეშე? შესაძლებელია! სინამდვილეში ეს ზრდის ერთადერთი გზაა - ეჭვისა და რწმენის გარეშე ცხოვრება, ცხოვრება უბრალოდ, თვითნებურად და შეგნებით.. ეს კი არის, რასაც სინამდვილეში რწმენა წარმოადგენს. თქვენ გწამთ სიცოცხლე ეჭვებისა და რწმენის გარეშ, იმის მიუხედავად, თუ სად წაგიყვანთ ცხოვრების დინარება. თქვენ უბრალოდ, უცოდველად მოძრაობთ."
    "ეჭვებით შეპყრობილი ადამიანი ვერ იმოქმედებს ისე, რამე რომ არ გააფუჭოს. სანამ ნაბიჯს გადადგამდეს, იგი ზოგჯერ იმდენს ფიქრობს, რომ წინააღმდეგობები ქრება. აი, რატომ ვერ აღწევენ ბევრს მოაზროვნეები - მათ არ ძალუძთ იმოქმედონ. ისინი მხოლოდ გონებას ეყრდნობიან, ვინაიდან ვიდრე რაღაცას მოიმოქმედებენ, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რაც უჭირთ."
    "მაშინ დაიწყება სხვაგვარი ცხოვრება, თქვენი აზროვნება სხვა ხარისხში გადავა. მაგრამ რატომ არ აკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ასეთ აზროვნებას ფხიზელი გონება სჭირდება. მაშინ აღრ დაგჭირდებათ სხვაში დაეჭვება. სიფხიზლე დაგიცავთ სხვათა ექსპლოატაციისგან.
    თქვენ ვერ მოატყუებთ ფხიზელ ადამიანს, რადგან მისი მზერა გამხელთ და თუ საშუალებას გაძლევთ, ექსპლოატაცია გაუწიოთ მას, ეს იმიტომ კი არა, რომ აჯობეთ ან მოატყუეთ იგი, არამედ იმიტომ, რომ ის თავაზიანია და ამის ნება მოგცათ. შეუძ₾ებელია, ფხიზელი ადამიანი მოატყუოთ, ვინაიდან ის თავიდან ფეხებამდე გიცნობთ და მხოლოდ თანაგრძნობის გამო გატყუებინებთ თავს. საბოლოოდ მაინც ვერ მოატყუებთ."
    " იესო წინააღმდეგობების უკუგდებას გულისხმობს, მას მხედველობაში აქვს: "არ აირჩიო!"
    არჩევანი არ არის გამოსავალი, მთვარია, თქვენი არსების მთლ წინააღმდეგობრიობას ჩსწვდეთ. ნუ ამოირჩევთ, ნუ უარყოფთ ერთ ნაწილს მეორეს ხარჯზე.
    აი, როგორაა მოწყობილი ცნობიერი და ქვეცნობიერი. ცნობიერი არის ის ცხენი, რომელიც მოგწონთ, ქვეცნობიერი კი - ის რომელიც არ მოგწონთ. ცნობიერია ის, რაც აირჩიეთ, ქვეცნობიერი კი - ის, რაც უარყავთ. ეს ორი ეკლესიაა - ერთი, რომელშიც ლოცულობთ და მეორე, რომელშიც არც შეგიხედავთ."
    ეჭვი და რწმენა - ეს ერთი მედლის ორი საპირისპირო მხარეა და განუყოფლივ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. ისინი ერთი მთლიანი პოლუსებია, როგორც დადებითი და უარყოფითი მუხტი, როგორც ქალი და მამაკაცი, ცივი და ცხელი. გამოიყურებიან როგორც წინააღმდეგობები, მაგრამ ისინი ერთი მოვლენის პოლუსები არიან."

Komentáře •