basti
basti
  • 7
  • 57 588

Video

Grace - You Don't Own Me
zhlédnutí 57Před 6 lety
Grace - You Don't Own Me
Sodade (EFIX EDGAR remix )
zhlédnutí 799Před 6 lety
Sodade (EFIX EDGAR remix )
უკვდავი ტერენტი
zhlédnutí 59Před 6 lety
(კითხულობს მინდია ქიტიაშვილი)
მე და უსახელო აფხაზი
zhlédnutí 468Před 7 lety
მე და უსახელო აფხაზი იქ, სადღაც მთებიდან იშლება ნანატრი, ნანატრი სამოთხე, დაცხა და ჭაობებს ბურუსის საბანი, საბანი არ უნდათ... თქვენთან ხომ დამთავრდა ლამაზი ქალებით ნაქები მიზიტხუ, ჩვენთან კი დაიწყო ფეხმარდი ცხენებით განთქმული ისინდი. დაწოლილ ყანაში გაჩრილი ნიავი საოცრად ჩაჩუმდა, შენ ვიწრო ბილიკებს ულაყის ნატორალს კარტივით ურიგებ. ბინდისას მესტუმრე სოფელში და მიხმე ჭიშკართან: "აფშუმა!", მე ძმურა...
გენრი დოლიძე - შავლეგო genri
zhlédnutí 40KPřed 7 lety
გენრი დოლიძე - შავლეგო genri
გენრი დოლიძე- ბაბუ
zhlédnutí 16KPřed 8 lety
გენრი დოლიძე - ბაბუ

Komentáře

  • @user-tc1ls4dg6d
    @user-tc1ls4dg6d Před rokem

    საოცარია ეს ლექსი.❤

  • @romanisxirtlaze7195

    მაგარი ლექსია ასე გააგრძელეთ

  • @renemorris1157
    @renemorris1157 Před rokem

    ❤️

  • @nikakopaliani8550
    @nikakopaliani8550 Před rokem

    თოვდა. ღრუბელი სევდიანი ზღაპრების გუდა რა ნაადრევად დაბერებულს აჰკიდეს ქალაქს?! თოვდა... მთაწმინდა დაეხურა რუსთაველს ქუდად ანძა კი ქუდზე მიმაგრებულს მოჰგავდა კალამს... თოვდა და ზამთარს უწეწავდა ნიავი ფაფარს ეცვა მოედანს ორი ზომით ვიწრო მიტინგი თოვდა... ქართველთა ერთადდგომის ბოლო მითი კი ტყის ბილიკივით დაეფარა ფიფქების საფარს. თოვდა,ამინდის მუნჯურ კინოს მივაყურადე და ხსოვნის კადრზე აღიბეჭდა ერთი სურათი: ორი სამი თვის ლეკვი თოკით მოჰყავდა პატრონს... ლეკვი ქუჩაში არაერთხელ მენახა სხვა დროს... მენახა ჯაჭვით,პირსაკრავით,სკვერში თუ ბაღთან მაგრამ მგლის ლეკვი არასოდეს მენახა ნაღდად... არაძაღლური მზერა ჰქონდა,სულის ამღლეტი და მის თვალებში ბობოქრობდა მთელი სამგლეთი... ჰო,მის თვალებში (ბოდიშს ვიხდი სხვა მგლის ლეკვებთან) ყმუოდა მგელზე დაწერილი ყველა ლეგენდა... ელავდა ვახტანგ გორგასალის ბოლო ომი და გრგვინავდა ექო წამოსული ძველი რომიდან... რადგან ჩათვალა ირღვეოდა ბუნების დოგმა -მგლის შვილს ქალაქში რა უნდაო?-იკითხა ზოგმა. პატრონმა გვითხრა,რომ პატარა ხევსურ მაუგლია ორი კვირის წინ ტყეში თვალწინ დედა მაუკლეს. მოვეფერე და ვით ქართველთა მონამ თათრისა თათი ამიკრა,მოფერება იუკადრისა... თითქოს შემღრინა: -შენ მე ძაღლში ხომ არ გეშლები? და იხმალშიშვლა მოკაშკაშე მთვარის ეშვები... ალალი იყო მასზე... ალბათ გრძნობდა თავადაც გმირის სახელი და გმირულად ეჭირა თავი... წასვლამდე ერთიც აგდებულად შემხედა ცერად- ავტოგრაფივით დამიტოვა უტეხი მზერა... გაჰყვა რუსთაველს უდარდელი სევდით შავლეგო და თეთრ ქუჩაზე კარგახანი ჩანდა შავ ლაქად... გადასდო ამინდს ხასიათი სევდისმაგვარი და გაურითმა გრძელ ქუჩაზე ნაკვალს ნაკვალი. თითქოს ქალაქის ყველა ცოდვა თეთრმა წაშალა თითქოს უფალთან მიდიოდა ყველა გზა-შარა. თოვდა,ამინდის სიმყუდროვე ჰგავდა კელიას... თოვდა... ჭადარი იდგა,როგორც წირვის რეგენტი ვიდექი თოვლში და ვფიქრობდი მგელი მგელია მგელი-მგელია ზღაპრისაა,ტყის თუ ლეგენდის.

  • @annasophiatorolashvili8369

    🥰🥰

  • @androandrey8936
    @androandrey8936 Před 4 lety

    ბრავო შენ ჩემო ძმაო მაგარი იყო მართლა მაგარი იყო

  • @user-io9eb8pz7o
    @user-io9eb8pz7o Před 4 lety

    xmovana ufro kargad ambobs magram shenc magra ambob

    • @gigagogelia309
      @gigagogelia309 Před 10 měsíci

      ავტორი კითხულობს და ორიგინალი ემოციააა, რაც დაწერა, რაც უნდოდა რომ ეცჩვენებინა

  • @Alexi_21
    @Alexi_21 Před 4 lety

    Xmovanac კარგად კითხულობს ამას მაგრამ ესეც არაა ცუდი..❤ Respect ❤👈

  • @dimitrivashalomidze9248

    საღოლ ძმაო მაგარი ლექსია

  • @Tom.Makhviladze
    @Tom.Makhviladze Před 5 lety

    🤗🤗🤗

  • @lovalova7870
    @lovalova7870 Před 5 lety

    მაგარი ლექსი?

  • @giorgikvinikadze8630
    @giorgikvinikadze8630 Před 6 lety

    teqsti aragaqvt am leqsis ?

    • @basti9229
      @basti9229 Před 6 lety

      მზე ჰკიდია ზღვების გაღმა გაღვივებულ ბუხართან, როგორც ახლადგამომცხვარი ცხელი კეცის მჭადი... ძველ ნაბადზე წაწოლილი წარსულებზე ვწუხვარ და მთვარე, როგორც წველა ყველი, მყინვარწვერში ჩადის სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს, ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს ვეუბნები: -აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ! მოვედი რომ ავაშენო, ავაჩემო თავიდან ოსმალთაგან გადამწვარი მუხის ძველი ოდა. ბაბუ, ის დრო აღარ არის, ბაბუ, ის დრო წავიდა! - დანგრეული ეკლესიაც ავაშენეთ ჰოდაააა, ჰოდა, ბაბუ, წელს პირველად შენი თოფიც ვაჭექე, ომში არა, მაშინ როცა შემეძინა ვაჟი... მერე ჩვენი იზაბელაც მივაცალე რვა ჭიქა, სიხარულით მე და სუფსა თავს ვიღრჩობდით ზღვაში... ამ მხარეში რომ იყავი სიმღერებით ცნობილი, მეც შენსავით ნამეტარი ნამეხარი ხმა მაქვს... ბაბუ, მეც მყავს ერთი კაი აჭარელი ძმობილი გულიანი, ქრისტიანი, ათი შვილის მამა... სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს, ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს ვეუბნები: -აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!